ფსიქოლოგიის დისციპლინის შესწავლისას, ბუნებრივია, პირველყოვლისა ყურადსაღებია მისი ძირითადი სამეცნიერო საკითხები და პრობლემები, რამდენადაც თითოეული მეცნიერების ჩამოყალიბება ხდება საზოგადოების მოთხოვნილებების ზეგავლენით და მისი უმთავრესი ამოცანაა, შეასრულოს საზოგადოების განსაზღვრული ფუნქციები.
ფსიქოლოგიის ბაზისური საფუძვლების კანონზომიერი ცოდნა ეხმარება საზოგადოების ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საფუძვლიანი ორგანიზება გაუკეთონ თავიანთ საქმიანობას, დაამყარონ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან ისე, რომ გაუფრთხილდნენ და ზიანი არ მიაყენონ მათ ღირსებებს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის, პედაგოგებისთვის, ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.