რუდოლფ შტაინერის ლექციების წინამდებარე ციკლი „მსოფლიო ისტორიული მოვლენების იმპულსირება სულიერ ძალთა მიერ“ უაღრესად საინტერესოა ამ პერიოდში, როცა კაცობრიობა იმყოფება ურთულეს ვითარებაში ყველა მიმართულებით. მკითხველი გაეცნობა სამყაროს პროცესებზე სულიერ ძალთა გავლენას და ყველაზე მთავარს, ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობას – „... ახლა კი, ცნობიერი სამშვინველის ამ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ XVს-დან, ადამიანი დგას უდიდესი არჩევანის წინაშე, ამ ეპოქის რომელიმე თავის ინკარნაციაში უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე, გადაწყვიტოს თავისთვის თავისუფლების ნამდვილად, მიღება, ან, რაც არის იგივე, ეს თავისუფლება მიიღოს მართებული არქეებისადმი მიმართვის წყალობით“.