წიგნის ანოტაცია
ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.
ავტორს სამასზე მეტი წიგნი და პამფლეტი აქვს დაწერილი. როგორც განმანათლებელს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი ბანარას ჰინდუს უნივერსიტეტის (ინდოეთი) დაარსებაში, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელიც იყო. თხუთმეტი წლის განმავლობაში ბეზანტი საჯაროდ უჭერდა მხარს ათეისტურ ინგლისს და მეცნიერულ მატერიალიზმს. ბეზანტის მიზანი იყო უზრუნველეყო დასაქმება, ცხოვრების უკეთესი პირობები და სათანადო განათლება ღარიბთათვის.
წიგნი – „თეოსოფია“ – მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიგოს თუ რას ნიშნავს თეოსოფია, როგორ ერწყმის ის სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინას, როგორიცაა – მეცნიერება, რელიგია, ფილოსოფია და სხვა.
მკითხველი წიგნში გაეცნობა თეოსოფიას, როგორც მეცნიერებას; როგორც მორალსა და ხელოვნებას; როგორც ჰარმონიულ ურთიერთობათა მეცნიერებას; როგორც ფილოსოფიას; თეოსოფიის გამოყენებას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად.
დაბოლოს, განხილულია თეოსოფიური საზოგადოების მნიშვნელობა, სადაც ყველა წევრი ვალდებულია აღიაროს საყოველთაო საძმო, რომლის მიზანია: I. საყოველთაო საძმოს ბირთვის ფორმირება მიუხედავად ეროვნების, აღმსარებლობისა და კანის ფერისა; II. შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სწავლების წახალისება; III. ბუნების განუმარტებელი კანონებისა და ადამიანის ფარული ძალების კვლევა.