ოსკარ უაილდმა პიესა „სალომეა“ 1892 წელს ფრანგულ ენაზე დაწერა. პიესა იმავე წელს ინგლისურ ენაზე თარგმნა მწერლის მეგობარმა ლორდ ალფრედ დუგლასმა. წიგნს თან ახლდა ოუბრეი ბედლსის მიერ შესრულებული ათი ნახატი. ამის შემდეგ დაიწერა ლიბრეტო რიჰარდ შტრაუსის ოპერისათვის. დუგლასის თარგმანი ოსკარ უაილდმა გადაამუშავა და გაასწორა.
პიესაში ოსკარ უაილდი აღწერს იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის ამბავს, რაც ეროტიკული გრძნობებით სავსე სალომეას ახირებულობის მიზეზი გახდა. მოცეკვავე სალომეას გატაცებით უყვარდა იოანე ნათლისმცემელი და იმ მიზეზით გასწირავს, რომ ამ უკანასკნელმა მის გრძნობებს უარით უპასუხა. დეკანოზი ალექსანდრ მენი აღნიშნავს, რომ „ფლობერი, ფრანსი და უაილდი, როდესაც ახალი აღქმის თემას მიმართავენ, ქრისტე არსად ჩანს. ეს ფაქტი უეჭველია, ყურადღებას იმსახურებს. როგორც ჩანს, სიტყვის ოსტატები თითქოს უხერხულად გარს უვლიან მთავარ ამოცანას, მთავარ პირს და არ რისკავენ იმ საზღვრის გადალახვას, რის იქითაც მაცხოვარი იმყოფება...“