წიგნის ანოტაცია
გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოტერული ნაშრომი.
„შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ წარმოადგენს ერთგვარ რემინისცენციას მრავალი „შესანიშნავი ადამიანის“, მათ შორის საკუთარი მამისა, რომელთაც ავტორი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეხვდა. ტექსტში ვრცლად არის აღწერილი მათი წვლილი გურჯიევის პიროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. საგულისხმოა, რომ ავტორი თითოეულ მათგანს გამოარჩევს განსაკუთრებული გონებით, ნიჭით, სამართლიანობისა და მიმღებლობის უნარით.
წიგნი, რომელსაც ავტორი „გონების ვარჯიშს“ უწოდებდა, არის ავტობიოგრაფიული. მასში სიუჟეტურად თხრობის განვითარება გიორგი გურჯიევის ცხოვრებისეული, ბიოგრაფიული ეპიზოდების თანმიმდევრულია. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ წინამდებარე ტექსტში აღწერილი „შეხვედრების“ არაერთი ეპიზოდი გამოგონილია და სიმბოლურ ხასიათს ატარებს.