როგორც მენეჯერმა ხელი უნდა შეუწყოთ თანამშრომლების მოტივირებას, რათა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენით კომპანია ეფექტურობის ზრდის ახალ საფეხურზე აიყვანოთ. წარმატების ექსპერტი ბრაიან თრეისი ამ წიგნში მოტივაციის გაზრდის 21 ძლიერ მეთოდს გვთავაზობს და გვასწავლის, როგორ უზრუნველვყოთ თანამშრომლებში საქმესთან ემოციური კავშირი, ამოცანისადმი ინტერესი, დამოუკიდებლად მოქმედებისა თუ წარმატების მიღწევის წყურვილი. ბრაიან თრეისი – გაყიდვების გურუ, პროფესიონალი სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტია. მან კალიფორნიაში დააფუძნა კომპანია Brian Tracy International, წლის განმავლობაში 250 000-ზე მეტ ადამიანს უტარებს ტრენინგს პერსონალური და პროფესიონალური განვითარების კუთხით და მრავალი ბესტსელერი წიგნის ავტორია.