გამომცემლობა პალიტრა L იწყებს რამაზ გიგაურის ასტროლოგიური წიგნების სერიას „ადამიანი და ასტროლოგია“.
ეს სერია ექვს წიგნს აერთიანებს: ადამიანებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაეცნონ ასტროლოგიას – ამ უძველეს და ძალიან საინტერესო სისტემას, სიღრმეში ჩასწვდნენ „ვარსკვლავთა მოძღვრებას“. ეს წიგნები საშუალებას იძლევა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ – გავიგოთ უფრო მეტი როგორც საკუთარ თავზე, ისე ჩვენთვის საინტერესო ადამიანებზე.