გუსტავ ფლობერმა „მადამ ბოვარის“ მთელი ხუთი წელიწადში შეალია. „ნუთუ ოდესმე მიხვდებიან, რა რთულია ეს უბრალოება და რამდენი ფანდია საჭირო, რომ მართალი იყო“. – წერდა რომანზე მუშაობისას. იოლი მართლაც ვერ იქნებოდა, მკითხველამდე მთელი სირთულით მიეტანა იმდროინდელი საფრანგეთის მორალი, საზოგადოების ყოფა, ოჯახურ ურთიერთობათა მანკიერებანი...