„ცხოვრების 12 წესში“ მსოფლიოში სახელგანთქმული მოაზროვნე და კლინიკური ფსიქოლოგიის აღიარებული ექსპერტი, ჯორდან პეტერსონი, ცხოვრებისეული ქაოსის ერთგვარ ანტიდოტს გვთავაზობს – შფოთთან და ღელვასთან გასამკლავებლად მარადიულ ჭეშმარიტებებს გვიზიარებს. „წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი“ მისი წინამორბედის ერთგვარი გაგრძელებაა. ავტორი ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრების დანიშნულების ნაწილი არსებული ცოდნის მიღმიერი სივრციდან და მუდმივად ცვალებად სამყაროში ადაპტაციის უნარიდან გამომდინარეობს. მაშინ, როცა ჭარბი ქაოსი ბუნდოვანების საფრთხეს გვიქმნის, წესრიგის სიჭარბეს ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის ნაკლებობისკენ მივყავართ. შესაბამისად, „წესრიგს მიღმა“ მოგვიწოდებს, დავიცვათ ბალანსი რეალობის ორ ფუნდამენტურ პრინციპს – წესრიგსა და ქაოსს შორის – ამ ორის გზაგასაყარზე მნიშვნელობის საპოვნელად. კაცობრიობის უძველეს მიგნებებსა და დაგროვილ სიბრძნეზე დაყრდნობით, ისევე როგორც ზედმიწევნით პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და პაციენტების მაგალითებზე დაკვირვებით, პეტერსონი გვთავაზობს თორმეტ ახალ პრინციპს უფრო ღირებული ცხოვრების შესაქმნელად.