წიგნის ანოტაცია
წინამდებარე გამოცემა აერთიანებს ფსიქოანალიზის მამის ზიგმუნდ ფროიდის მოცულობით შედარებით მცირე, მაგრამ შინაარსობრივად ღრმა ხუთ ნაშრომს.
1. „ერთი ილუზიის მომავალში“ ფროიდი ეხება კულტურის პროგრამული გარდაქმნის პრობლემებს. მისი აზრით, კაცობრიობა უნდა მიისწრაფვოდეს კულტურაში მეცნიერული და რელიგიური საწყისების სწორი შეთანაწყობისკენ.
2. „სქესთა ანატომიური განსხვავების ზოგიერთ ფსიქიკურ შედეგში“ ფროიდი იკვლევს ლტოლვების კონსტიტუციაში შეტანილ გამოვლინებებს და ყველაზე ადრეული ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების მოვლენებს.
3. „სიზმრის შესახებ“ ნაშრომში ფროიდი მიუთითებს, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი.
4. „სიამოვნების პრინციპის მიღმა“-ში გამოთქმულია ტრადიციული ფსიქოანალიზისთვის ახალი იდეა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეროსთან, როგორც სიცოცხლისკენ საწყის ლტოლვასთან ერთად, ადამიანის ქცევას მართავს მისი საპირისპირო – სიკვდილისკენ, ცოცხალი ორგანიზმის არაცოცხალ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ ლტოლვა.
5. „ბავშვს სცემენ“-ში ფროიდი იკვლევს ბავშვებთან სექსუალური გაუკუღმართების მექანიზმებს. ფროიდის ხუთივე ნაშრომი მკითხველს უთუოდ ღრმად დააინტერესებს და ჩააფიქრებს. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.