ტიბეტელთა სულიერი ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის დალაი ლამა XIV-ის ეს წიგნი – მარტივი და ამავე დროს ღრმა აზრების ნაკრებია, რომლებიც ავტორმა განიცადა თავის ბერ-მონაზვნულ ცხოვრებაში. მისი უწმინდესობა ამტკიცებს, რომ ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი – თვითონ ჩვენშივეა, ჩვენ მხოლოდ გვჭირდება ჩვენი საკუთარი სილამაზის და სხვა ადამიანების სილამაზის გაგება, ჭეშმარიტი ბედნიერების და სიმშვიდის შესაძლებლობები აქ და ამჟამად გვაქვს. საღად აზროვნებისკენ და სიკეთისკენ მოწოდება, რომელთა ასეთი ნაკლებობაცაა ჩვენს სამყაროში, გამოხატულია მარტივი და გასაგები სიტყვებით, რის გამოც ამ მოწოდების დროულობა კიდევ უფრო აშკარა ხდება.