დეილ კარნეგის სახელი ყველა ჩვენგანისთვისაა ცნობილი. მისი რჩევები, რომლებიც გვასწავლის ადამიანებთან ურთიერთობას, გვაოცებს აზრების მკაფიო და ლამაზი გადმოცემის უნარით. მაგრამ, მიუხედავად სიმარტივისა, კარნეგის რჩევები მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის მაინც მოითხოვს ზოგიერთი უნარჩვევის განვითარებას. ამ წიგნში თქვენ ნახავთ 150 ვარჯიშს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ!
თქვენს წინაშეა გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგისა და დეილ კარნეგის შემოქმედების საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარის ალექს ნარბუტის წიგნი – ტრენინგი დეილ კარნეგის სისტემის მიხედვით, ტრენინგი, რომელიც უმოკლეს დროში დაგეხმარებათ გახდეთ დიდოსტატი ადამიანებთან ურთიერთობის სფეროში.