წიგნის ანოტაცია
ვინ არიან სპეცაგენტები? ჩვენი გაგებით – ესენი არიან უჩვეულო უნარების მქონე ადამიანები. მათ აქვთ ფენომენალური ნებისყოფა, კარგი ფიზიკური მომზადება და უნიკალური უნარები. მათთვის ადამიანები გახსნილი წიგნია, ისინი ადვილად გამოიცნობენ ტყუილს და სიმართლეს, იციან, როგორ ათქმევინონ ინფორმაცია და როგორ აიძულონ ადამიანები შეასრულონ მათ მიერ დასახული ამოცანები.
ისინი ახერხებენ თავისიანები იყვნენ წებისმიერ კომპანიაში და ამასთან ადვილად შეუძლიათ გახდნენ შეუმჩნევლები. მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავის მიზანს და არასოდეს გადაუხვიონ დასახული გზიდან. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთი გმირები მხოლოდ რომანის გვერდებზე ან ტელევიზორის ეკრანზე ცხოვრობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ასეთი ადამიანები არსებობენ, და თქვენ შეგიძლიათ ერთ-ერთი მათგანი გახდეთ.
ოდესმე თუ გსმენიათ ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ? ეს შედარებით ახალი მეცნიერებაა, რომელსაც შეუძლია შეგცვალოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრებაც. მას მერე, რაც ამ მეცნიერების საფუძვლებს გაეცნობით, თქვენ შეძლებთ დადგეთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების საჭესთან, არამედ გასაღებიც იპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობების ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად.
წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის.