წიგნის ანოტაცია
სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“.
წიგნი „შთაგონებული საუბრები“ წარმოადგენს იმ ლექციების და საუბრების გაშიფრულ და დამუშავებულ ჩანაწერს, რომლებსაც სვამი ვივეკანანდა 1895 წლის ზაფხულში ამერიკელ მოსწავლეთა ჯგუფთან ატარებდა.
წიგნის ძირითადი თემატიკაა – სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტების და ცდომილების ამოცნობის მეცნიერება. აბსოლუტი და მაია, იოგას ოთხი სახის მსგავსება და განსხვავება, უმაღლესი მე-ს პრობლემა, დუალიზმი და მონიზმი, ადამიანის ვალდებულებები ამ სამყაროში და დიადი განთავისუფლების სტრატეგია.
წიგნი არ მიეკუთვნება ფილოსოფიური ტრაქტატის ჟანრს ლოგიკური, დასკვნების მკაცრად მოცემული მიმდევრობითობით. ეს არის სწორედ „შთაგონებული საუბრები“ (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „ღვთისშთაგონებული“) გარეგნულად თხრობის არასისტემატიკური მანერით, სადაც ყოველი იდეა იბადება, იზრდება და იფურჩქნება ისევე თავისუფლად, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ყვავილი ან ხე. ავტორი ერთდროულად მშვიდად და გატაცებით ფიქრობს დიდზე, მარადიულზე, ღვთაებრივზე, ხან სივრცულ აზრს ავითარებს, ხან ბრწყინვალე იგავს იყენებს, ხან მოკლე აფორიზმით იფარგლება, ხან რომელიმე ვედანტური აფორიზმის კომენტარს აკეთებს.
ჩვენ წინაშეა არა უბრალოდ უძველესი ჭეშმარიტებების ზუსტი თხრობა, არამედ ტექსტი, რომელიც გაცოცხლებულია პირადი თვალსაზრისის უდავო თანდასწრებით – ავტორის ხმისა, რომელიც თითქოს კადრის უკან იმყოფება.