წიგნის ანოტაცია
გამომცემლობა „ნეკერი“ მკითხველს სთავაზობს ცნობილი ფრანგი მწერლისა და მეცნიერის, შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის იტალიური სინამდვილის მკვლევრის, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის ემილ ჟებარის (1839-1908) წიგნს „მისტიური იტალია“ (გამოქვეყნდა 1890 წელს). ჟებარის სხვა შრომებიდან აღსანიშნავია „იტალიის შესახებ“ (1876), „იტალიური რენესანსის დასაბამი“ (1879), „იტალიური რელიგიური გრძნობის ისტორია XIII საუკუნიდან ტრიდენტის საეკლესიო კრებამდე“ (1884), „ტიარის ირგვლივ“ (1894), „მონაზვნები და პაპები“ (1896), „ზარების ხმაზე“ (1899), „ფლორენციელი ნოველისტები“ (1901), „რენესანსის ეპოქის პაპი. – იულიუს II (1904)და სხვ.
წიგნის რამდენიმე ძირითადი საკითხი:
1.დანტეს მისტიციზმი, ეთიკა და რელიგია;
2.წმინდა ტახტი და სპირიტუალები;
3.ფრანცისკანული მისტიციზმის განვითარება;
4.მარადიული სახარება;
5.პოეზია და ხალხური ხელოვნება;
6.ფრანცისკანული ქადაგება.