წიგნის ანოტაცია
გამორჩეული პოლიტიკოსი Ბენჯამინ ფრანკლინი გარდაიცვალა 1790 წელს. Მას შემდეგ ისტორიაში იშვიათია ისეთი პოლიტიკოსის მოძებნა, რომელსაც ადამიანური იდეალის ფუნქცია ჰქონოდა. Ფრანკლინი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა თავისი პიროვნული თვისებების დახვეწაზე. Მის მიერ შედგენილი პირველი ნუსხა მოიცავდა ცამეტ სათნოებას, რომლისკენაც იგი მიისწრაფოდა.
Ესენია: ზომიერება, დუმილი, წესრიგი, სიმტკიცე, მომჭირნეობა, სიბეჯითე, გულწრფელობა, სამართლიანობა, თავშეკავებულობა, სისუფთავე, სულიერი სიმშვიდე, უმანკოება, თავმდაბლობა.
ის აწარმოებდა დღიურს, რომელშიც იგი ყოველდღიურად წერდა, თუ რამდენად გამოუვიდა მას იმ დღეს ამა თუ იმ სათნოების დაცვა.
თუმცა ბენჯამინ ფრანკლინს არა მარტო თავისი თავის, არამედ მსოფლიოს გაუმჯობესება სურდა. Მას სურდა კარგის გაკეთება ყოველი ადამიანისთვის მიუხედავად კანის ფერისა და სქესისა. 31 წლის ასაკიდან 46 წლამდე იგი იყო ფილადელფიის გენერალური ფოსტმაისტერის მოადგილე. Მისი იდეების სიმდიდრეზე, მის პრაქტიკულ აზროვნებაზე და მისი იმპულსის ძალაზე წარმოდგენის მისაღებად საკმარისია თვალი გადაავლო იმას, თუ რა გააკეთა მან დროის ამ მონაკვეთში:
Მან ხელი შეუწყო სახალხო განათლებას იმით, რომ დააარსა სახალხო უნივერსიტეტი;
ადამიანებს დაეხმარა ხანძრისგან თავის არიდებაში იმით, რომ გამოიგონა მეხამრიდი;
მას პირველს მოუვიდა ქუჩების მოკირწყვლის და განათების იდეა; გარდა ამისა, მან გაუკეთა ორგანიზება ღამის დაცვას.
Ფილადელფიაში დამკვიდრდა ფრაზა "Go tu Franklin", როდესაც რაიმე სახის პრობლემა წამოიჭრებოდა, მათ შორის, ყველაზე რთული და უიმედოც კი.
Პოლიტიკაში მან სათავე დაუდო მოქალაქეთა და ადამიანთა უფლებების ჩამოყალიბებას და არსებითი როლი შეასრულა ჩრდილოეთ ამერიკის კონსტიტუციის შექმნაში.
Წიგნი ძალიან საინტერესოა, კარგად იკითხება, მდიდარია ილუსტრაციებით და გვეხმარება ბენჯამინ ფრანკლინის ცხოვრების სრულყოფილად გაგებაში.
Ძალიან საინტერესო ბიოგრაფია
ახალგაზრდებისთვის და ყველასთვის, ვისაც გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება აინტერესებს.
Წიგნის ავტორზე: Ერნსტ ქრისტიან დემიში დაიბადა 1948 წელს ბერლინში. Დაამთავრა ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებისდა გეოგრაფიის ფაკულტეტი ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტში. 1975 წლიდან მუშაობდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქების ვალდორფის სკოლებში მასწავლებლად. 1999 წლიდან მუშაობს ქალაქ ვითენის ვალდორფის პედაგოგიკის ინსტიტუტში დოცენტად.
Მას აქვს სხვა პუბლიკაციებიც.