წიგნი პირველად 2012 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. 2017 წელს კი ნაშრომი, განახლებული რედაქციით, რუსეთშიც დაიბეჭდა და რუსულენოვანი მკითხველისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. 2019 წელს წიგნი მეორედ გამოიცემა დიდ ბრიტანეთში. ნაშრომი ემყარება ცნობილ და აღიარებულ ისტორიულ წყაროებს, ბიზანტიელ და სომეხ ჟამთააღმწერელთ ცნობებს, გვიანდელი ხანის ირანელ და თურქ ისტორიკოსთა თარგმნილ ტექსტებს, 1783-1917 წლების რუსულ არქივებს, საქართველოს სსრ კომპარტიისა და შსს-ს არქივებში დაცულ მასალებს.