წიგნის ანოტაცია
ბერნარდ ლივეხუდი (1905-1992), ჰოლანდიელი ექიმი, ფსიქიატრი, პედაგოგი, მართვის ფსიქოლოგი და კონსულტანტი, სამკურნალო-პედაგოგიური სკოლის, ნიდერლანდების პედაგოგიური ინსტიტუტისა და დრიბერგენის თავისუფალი უმაღლესი სკოლის დამაარსებელი, განსახილველ ნაშრომში დაწვრილებით არის მიმოხილული ბავშვის სხეულებრივი განვითარება, ბავშვის ფსიქიკის განვითარება და მათი ურთიერთკავშირი, აღწერილია ბავშვის განვითარების სამი, დაახლოებით შვიდწლიანი ფაზა, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი ამოცანა გააჩნია, და ფიზიკურ-ფსიქიკური განვითარების ფაზები.
ცალკე თავები ეთმობა აზროვნების, გრძნობისა და ნების განვითარებას. ავტორი ეხება, ასევე, მეხსიერების, წარმოსახვისა და ბავშვის თამაშის ფორმების ცვალებადობას ასაკთან ერთად. განხილულია, ასევე, სხვადასხვა ასაკის ბავშვის მიმართება გარემოსთან, თვითცნობიერებისა და „მე“-ს განცდის ჩამოყალიბების პროცესიც. ნაშრომის ბოლოს მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რათა ბავშვის აღზრდა მისი განვითარების კანონზომიერებებთან ჰარმონიაში მიმდინარეობდეს.
გამოცემა განკუთვნილია მშობლებისა და პედაგოგებისთვის, ფსიქოლოგებისა და იმ პირთათვის, ვინც ბავშვის აღზრდისა და განვითარების პრობლემატიკით არის დაინტერესებული.