ქალი და კაცი მარადიული თემაა, რომელზეც გენიოსები შედევრებს ქმნიან, მეცნიერები – ნაშრომებს, ასტროლოგები – პლანეტარულ განლაგებებს უხმობენ, სახელმწიფო კანონებს ადგენს, რელიგია ურთიერთობების იერარქიას აკანონებს, ფსიქოლოგები კი ფულს აკეთებენ. ღმერთმა შექმნა ადამიანი თუ ბუნებრივი სელექციის შედეგად მოვედით დღემდე, ფაქტი უცვლელი რჩება: მე ქალი ვარ და შენ – კაცი; მე ასეთი ვარ და შენ – ისეთი. ჩვენ ურთიერთსაწინააღმდეგო სქესი ვართ ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად... და მაინც თანაბარი უფლებები გვაქვს, თანაბარი შესაძლებლობები, ურთიერთკომპლიმენტარული უნარები. როგორ არის ეს შესაძლებელი?