წიგნი ეძღვნება ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტებს – ეტრუსკებს, რომლებმაც ბერძნებთან და რომაელებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანეს ანტიკური ცივილიზაციის შექმნაში. პირველად ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში ერთ ნაშრომშია განხილული ეტრუსკული მემკვიდრეობის ყველა ძირითადი მიმართულება: ისტორია, დამწერლობა, ენა, საზოგადოებრივი ცხოვრება, მითოლოგია, რელიგია და ხელოვნება. წიგნს ერთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების ასზე მეტი ილუსტრაცია და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის, მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.