"მაკულატურა" ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის უკანასკნელი ნაწარმოებია, რომელიც პირველად მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოიცა. გროტესკული რომანი, რომელიც სენტიმენტალურად მთავრდება. რომანი აგებულია სიტუაციებად, ხოლო თითოეულ სცენას მოულოდნელი, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი დასასრული აქვს.