წიგნის ანოტაცია
ამერიკული ეგრეთ წოდებული „ბინძური რეალიზმის“ წარმომადგენლის მორიგი გახმაურებული რომანი.
„მე უსიამოვნო ადამიანი ვარ, არ მიყვარს სუფთად გაპარსული ბიჭუნები, რომლებიც კარგ სამსახურში მუშაობენ. მე მომწონს სასოწარკვეთილი ხალხი, მხიარული ტვინით, ჩამსხვრეული კბილებით“ – ასე ახასიათებს ავტორი თავს, შესაბამისად, ბუკოვსკის შემოქმედებაშიც ნათლად ჩანს მისი აღქმა ცხოვრების მიმართ.
1975 წელს რომანი „ფაქტოტუმი” გამოვიდა, რომლის წყალობითაც ბუკოვსკიმ საკულტო მწერლის ტიტული დაიმსახურა.
ფაქტოტუმი ლათინური სიტყვისგან (fac totum, „აკეთე ყველაფერი“) მოდის და ნიშნავს პირს, რომელიც დავალებებს ასრულებს. ასეთია ჰენრი ჩინასკი, მწერლის ალტერეგო და რომანის ანტიგმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ამერიკის ფსკერზე გადარჩენას ცდილობს. ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის და თითქოს ყველანაირ სამუშაოზე თანახმაა, ოღონდ კი თავი გადაირჩინოს.