თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ... აღმოსავლეთი!
„ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ კონტინენტზე. მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ... მაგრამ ეს მაინც მოხდა... ... ელამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რათა ამ ყველაფერს წინ აღსდგომოდა,თუკი... შესაძლებელია, სიყვარულს წინ აღუდგე“. დიახ, სიყვარულის წინაშე ადამიანი უძლურია, ამიტომ შეუძლებელია, მკითხველი არ ააღელვოს ელა რუბენშტეინისა და მწერალ აზიზ ზაჰარას უცნაურმა და რომანტიკულმა ურთიერთობამ. ყური მიუგდეთ აღმოსავლეთის შექსპირის - ჯალალ-ედ-დინ რუმისა და მისი მზის - შამს თებრიზის მსჯელობას ღმერთზე, სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე...