რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა იცოდეს? კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა, ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. მის ლექციებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა თემას, ბიბლიური ისტორიებიდან დაწყებული, რომანტიკული ურთიერთობებით, მითოლოგიითა თუ თანამედ-ორივე მაგალითებით გაგრძელებული, ათიათასობით მსმენელი ჰყავს. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ. ”ცხოვრების 12 წესი“ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტიგდოტია.