ქართულ ენაზე პირველად გამოდის რუდოლფ შტაინერის მიერ 1905 წელს წაკითხული ლექციების კურსი „ეზოთერიკის ძირითადი ელემენტები“, რომელიც განკუთვნილი იყო მსმენელთა ძალზე ვიწრო წრისთვის, ამიტომ მისი სტენოგრაფიული ჩანაწერი არ გაკეთებულა. ტექსტი აღდგენილია კურსის მსმენელთა კონსპექტების მიხედვით. მიუხედავად ამისა, ის შეიცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს, რაც უდავოდ საინტერესო იქნება, როგორც ანთროპოსოფიით დაინტერესებულთათვის ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის.