„დიპლომატიის ისტორია (XIX საუკუნე)“ ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით. მე-19 საუკუნის ისტორიამ თავი მოუყარა ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს, მხედართმთავრებსა და მონარქებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს რუკა, შემოიღეს დიპლომატიური ხელოვნების სტანდარტები და საერთაშორისო ურთიერთობათა წესები.
წიგნს შევყავართ გასაოცარი ინტრიგებისა და დიპლომატიური ტრიუკების დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც არ არის ემოციების, პირადი გრძნობების ადგილი და სადაც ყველაფერს სახელმწიფოებრივი ინტერესი განსაზღვრავს. ავტორი უკვე მუშაობს წიგნის გაგრძელებაზე, რომელიც მოიცავს დიპლომატიის ისტორიას პირველი მსოფლიო ომის ეპოქაში.