ლგბტ და ქვიარ მოძრაობის წარმოშობა და საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს თემად გადაქცევა (პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის პოლიტიკის პრიორიტეტადაც კი გამოაცხადა) არის ერთ-ერთი იმ უმწვავეს პრობლემათაგან, რომელთა, არა თუ დარეგულირება, არამედ იდენტიფიკაციაც კი შეუძლებელია აქამდე საზოგადოებისთვის, მათ შორის სამეცნიერო სექტორისთვის, ფართოდ ცნობილი და აპრობირებული პარადიგმების საფუძველზე. ეს წიგნი არის მცდელობა დასახელებული პრობლემის ახალი პარადიგმის პოზიციიდან გაშუქებისა. სიახლის საფუძელია დიმიტრი უზნაძის თეორიის განვითარებით (ინდივიდის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის სოციუმის ფსიქოლოგიის თეორიამდე მიყვანით) მიღებული ახალი შედეგები. ახალი პარადიგმის პოზიციიდან ხერხდება დასახელებული პრობლემის, არა მხოლოდ მეცნიერულად ზუსტი იდენტიფიკაცია, არამედ მისი ჰუმანურად გადაწყვეტის გზის მითითებაც.