წიგნის ანოტაცია
სად გადის ზღვარი სიზმარსა და რეალობას, ბედნიერებას და უბედურებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის?
სამყარო შედგება ჩემგან, ჩემი ფიქრებისგან, ჩემი გრძნობებისგან, სხვა დანარჩენი მირაჟია, სუფთა წარმოსახვა, ცხოვრება სიზმარია და როდესაც ის აღარ გესიზმრება მთელი სამყარო თავისი სილამაზითა და სიდიადით წყვეტს არსებობას.
წარსულსა და აწმყოს შორის მუდმივი ჭიდილი განსაკუთრებულ ხასიათს სძენს თითოეულ ნაწარმოებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ეს არჩევანი ადრე თუ გვიან.
მოთხრობების კრებულის სათაური საკმაოდ მეტაფორულია: „Forget me not’’, რომელიც ითარგმნება როგორც „არ დამივიწყო“ . დავიწყება არ არის გამოსავალი, არაფრის დავიწყება არამედ შეთვისება, არა განყენება არამედ შინაგანად დამუშავება, არა მოგვარება საქმისა არამედ მისი განმარტება. სწორედ ეს ნიშნავს ცხოვრების ფილოსოფიური წესის წარმოებას.
მოთხრობების კრებულში აღწერილია რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭილებების ნაკრები.
თითოეულ მოთხრობას თან ახლავს QR კოდები, რომლებიც ერთგვარ sountrack-ებს წარმოადგენენ და რომელთა საშუალებითაც მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა უკეთ აღიქვას ის ემოცია, რასაც გრძნობდა ავტორი მოთხრობის შექმნის პროცესში.