დიდი რომაელი პოეტის – ჰორაციუსის (უინტუს ჰორატიუს ლაცცუს – ძვ.წ. 65-8 წწ.) შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ანტიკური ხანის, შუა საუკუნეების, რენესანსისა და კლასიკური პერიოდის ლიტერატურაზე. მსოფლიოში აღიარებული ელინისტ-პაპიროლოგის, მთარგმნელის, ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრის, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სკოლის ფუძემდებლის გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის (1870-1939) მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე გამოცემულია სხვადასხვა ენზე. არქივებსა და ფონდებში დაცული ხელნაწერები თანდათან ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული მკითხველისათვის. ამ თვალსაზრისით, წლების განმავლობაში თვალსაჩინო ქართველი ელინოლოგის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის მიერ დაუძნებულმა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა, გამომცემლობა „ლოგოსმა“ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უცხოელ კოლეგებთან ერთად განახორციელა არაერთი გამოცემა, რომელთაც უკანასკნელ წლებში შეემატა გრ. წერეთლისადმი მიძღვნილი „კლასიკოსი“ (თბ., 2018), გრ. წერეთლის ადრე დაკარგულად მიჩნეული „ბერძნული ლიტერატურის ისტორიის“ მესამე ტომი (კომედია, თბ., 2021), რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. ასევე პირველად გამოიცა არისტოფანეს „ფრინველების“ მეცნიერის მიერ 1917 წელს შესრულებული აქამდე უცნობი პირველი რუსული თარგმანი (თბ., 2021) და სხვ.