ალბათ თქვენ არაერთხელ გსმენიათ ან წაგიკითხავთ, რომ ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობები ამოუწურავია. და მართლაც, ცნობილია შემთხვევები, როცა კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანი არ იყინება ყინულიან წყალში, მხედველობადაკარგული შესანიშნავად ორიენტირებს სივრცეში, ხელების გარეშე დარჩენილი ხატავს სურათებს, ან უცებ უარს ამბობს დიდი ხნის ნანატრ დაგეგმილ შვებულებაზე და ცოცხალი რჩება, რამეთუ ის თვითმფრინავი ჰაერში ფეთქდება, რომლითაც უნდა გაფრენილიყო. ასეთი მაგალითები უამრავია. ადამიანი საოცარი არსებაა. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ საჭიროა მისი ფარული შესაძლებლობების გაღვიძება. ეს შეიძლება ფსიქოტექნიკების დახმარებით. რა არის ფსიქოტექნიკა? როგორ შეიძლება მისი გამოყენება? სწორედ ამაზე იქნება საუბარი მოცემულ წიგნში.