ბავშვის ფსიქოლოგია ქცევის ფორმების განვითარებას იკვლევს, კერძოდ, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგიასაც იმავე პრობლემასთან უნდა ჰქონდეს საქმე. მაგრამ თითოეულ ასაკობრივ საფეხურზე ქცევის რომელიმე ფორმა დგება პირველ რიგში და დანარჩენთა მიმართ დომინანტურ როლს ასრულებს. მთელ ასაკობრივ საფეხურს ის აძლევს თავისებურ იერს და, მაშასადამე, ამ საკობრივი საფეხურის თავისებურებათა გასათვალისწინებლად მის შესწავლას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.