წიგნის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს სხვადასხვა სახის დანაკარგების გადატანაში, როგორიცაა საყვარელ ადამიანთან დაშორება, განქორწინება, ახლობელი ადამიანის სიკვდილი, შინაური ბინადარი ცხოველის სიკვდილი, ასევე სამსახურის დაკარგვა, მუცლის მოშლა და ა.შ. ამ წიგნში მოცემულია არაერთი გულისამაჩუყებელი რეალური ისტორია,ის თუ როგორ უმკლავდებოდნენ რეალური ადამიანები თავიანთ მწუხარებას. ავტორები სთავაზობენ არა პრობლემისგან გაქცევას და მისგან ყურადღების გადატანას, არამედ თავად დანაკარგზე შეხედულების შეცვლას.