წიგნის ანოტაცია
კრებული წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ანალიზსს – როგორც გლობალური, ისე საქართველოს მასშტაბით. კრებულში წარმოდგენილია წამყვანი ევროპელი, ამერიკელი და ქართველი სწავლულების ხედვები თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე.
მართალია, ერთი შეხედვით, ეს კრიზისი გამოწვეულია სამედიცინო ეპიდემიოლოგიური პრობლემით, მაგრამ მისი შედეგები იმდენადღრმად და ყოვლისმომცველად შეეხო საზოგადოებას, რომ არ დაუტოვებია არცერთი საარსებო სფერო (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური), რომელსაც ეს კრიზისი აცდა. განსხვავებით სხვა ტიპის კრიზისებისაგან, რომლებიც არაერთია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, კორონა-კრიზისმა მართლაც გლობალური ხასიათი მიიღო. ამდენად, სრულიად სამართლიანია მოსაზრება, რომ ეს კრიზისი თანამედროვე საზოგადოებას არსებით პირობად უყენებს მისი არსებობის ნირის გადააზრებისა და გარდაქმნის აუცილებლობას.
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ცნობილ მეცნიერთა ინტერვიუები და მოსაზრებები, მაგალითად როგორიცაა მარკუს გაბრიელი, სლავოი ჟიჟეკი, ჯუდიტ ბატლერი, იურგენ ჰაბერმასი, ვარენ მონტაგი, ოტფრიდ ჰიოფე,შტეფან გოზეპატი და სხვები.