ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) რომანი „დანაშაული და სასჯელი“ (1866) მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მისი მთავარი თემებია დანაშაული და სასჯელი, სიყვარული და თავის მსხვერპლად შეწირვა, თავისუფლება და ღირსება… ერთსა და იმავე დროს ეს გახლავთ ღრმა ფილოსოფიური რომანიც, დახვეწილი ფსიქოლოგიური დრამაც და დეტექტივიც. ესაა დიდი სურათი ქალაქისა, რომლის წიაღშიც ნაწარმოების გმირები ცოდვას სჩადიან, ეძებენ პატიებას, თავს წირავენ მოყვასისათვის და სიმშვიდეს პოვებენ მორჩილებაში, სინანულსა და რწმენაში.