წიგნის ანოტაცია
მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგის კარენ ჰორნის ეს წიგნი წარმოადგენს მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაშრომს „ქალის ფსიქოლოგია“.
თავის ამ საყოველთაოდ ცნობილ წიგნში ჰორნი ცდილობს გამოასწოროს ფსიქოლოგიაზე მამაკაცური თვალსაზრისის უპირატესობასთან დაკავშირებული ფსიქოანალიტიკური თეორიის ცალმხრივობა, მათ შორის ქალის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით. აქამდე ქალის ფსიქოლოგია განიხილებოდა მხოლოდ მამაკაცების პოზიციიდან. ამის წყალობით ქალური განვითარების ტრადიციული ფსიქოანალიტიკური სურათი ოდნავადაც არ განსხვავდებოდა ბიჭებისა და გოგონების ტიპური წარმოდგენებისაგან.
წიგნი ეხება არა მხოლოდ ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა ოიდიპოსის კომპლექსი, ქალის ფრიგიდულობა, ქალების სოციალური უთანასწორობა, კასტრაციის კომპლექსი, სექსუალური დარღვევები, არამედ უფრო ზოგად საკითხებსაც: ბავშვური შთაბევდილების გავლენა ადამიანის შემდგომ ფსიქიკურ ცხოვრებაზე, ქორწინების პრობლემები, დედდობრივობასთან დამოკიდებულება, ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები, სექსუალური ურთიერთობები მამაკაცებსა და ქალებს შორის, ქალური მაზოხიზმი და ა.შ.
დიდი მეცნიერ-ფსიქოანალიტიკოსის კარენ ჰორნის ეს ცნობილი ნაწარმოები გათვალისწინებულია ქალის ფსიქოლოგიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.