გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ფსიქოლოგის, მასწავლებლის ჯოზეფ მერფის ამ ყველაზე პოპულარულ წიგნში მოყვანილია ქვეცნობიერებაზე ზემოქმედების მრავალოიცხოვანი მარტივი მეთოდიკები. მათი სწორი გამოყენებისას ქვეცნობიერება უკარნახებს ადამიანს, თუ როგორ მოძებნოს წარმოქმნილი პრობლემების სწორი გადაწყვეტა, გამოიმუშავოს მაღალი ზნეობრივი თვისებები, განთავისუფლდეს მავნე ჩვევებისგან. ამ წიგნმა გაუძლო დროის გამოცდას და ბესტსელერად იქცა.
ჯოზეფ მერფის ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, წიგნი დაწერილია ადვილი, გასაგები ენით. ავტორი თავის ნაშრომში ხსნის ისეთ ცნებებს, როგორებიცაა ცნობიერება და ქვეცნობიერება. სინამდვილეში ჩვენ გვმართავს არა გონება (ცნობიერება) არამედ ქვეცნობიერება, ქვეცნობიერება მაგნიტივით იზიდავს თავისკენ ყველაფერს, რაზეც ვფიქრობთ.