ისტორიკოსის, კავკასიისა და საბჭოთა ისტორიის საკითხების მკვლევრის, რონალდ გრიგორ სუნის წიგნი „ქართველი ერის ჩამოყალიბება“ გვიყვება საქართველოს ისტორიას დასაბამიდან 1994 წლამდე და განიხილავს, თუ როგორ იქმნებოდა ქართველი ხალხის იდენტობა და თვითაღქმა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XIX და XX საუკუნეებს – თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და იმ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც განსაზღვრა ქართველების როლი და მდგომარეობა.
„ქართველი ერის ჩამოყალიბება“ პირველად 1988 წელს გამოვიდა, მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე; მას 1994 წელს მეორე, გადამუშავებული გამოცემა მოჰყვა. წიგნი პირველად ითარგმნა ქართულად, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ხელშეწყობით, სწორედ 1994 წლის გამოცემის საფუძველზე.