დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია იურიდიული ფსიქოლოგიისა და პროფესიული საქმიანობის ფსიქოლოგიის თეორია, წარმოდგენილია იურისტის საქმიანობაში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების საკითხები. შესწავლილია, აღწერილი და დეტალიზებულია მრავალი ფსიქიკური მოვლენა, პროცესი და მდგომარეობა, რომლებიც იურიდიული ფსიქოლოგიის სამეცნიერო ბაზისს შეადგენს. მისი ამოცანაა პროფესიონალის აღჭურვა როგორც მეცნიერული ცოდნით, ისე თანამედროვე საშუალებებით პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად. წიგნი ორგანულად შეავსებს სპეციალისტის იურიდიულ მომზადებას და ხელს შეუწყობს ნამდვილი პროფესიული უნარების შეძენას. გამოყენებულია ფსიქოლოგიის სპეციალისტების მიერ მომზადებული მასალა: ტესტები, დავალებები, სავარჯიშოები, რაც უფრო ვრცლად და სრულყოფილად წარმოდგენილია ჩვენი გამომცემლობის მიერ შემოთავაზებულ წიგნში „იურისტის საქმიანობის ფსიქოლოგია – პრაქტიკუმი“. განკუთვნილია იურიდიული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის, მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, პრაქტიკული იურისტებისთვის, იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.