ოტოს ყველაზე ცნობილი ნაშრომი, „წმიდა“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გერმანული საღვთისმეტყველო წიგნი, რომელიც არასოდეს გამოსულა ბეჭვდიდან და ხელმისაწვდომია დაახლოებით 20 ენაზე. წიგნის ლაიტმოტივია ტერმინი „ნუმინოზური“, რომელიც ოტომ გამოიგონა. რუდოლფ ოტოსთვის ნუმინოზური არის „არარაციონალური, არასენსორული გამოცდილება ან გრძნობა, რომლის ძირითადი და უშუალო ობიექტი არის საკუთარი თავის გარეთ“. ეს ფსიქიკური მდგომარეობა „თავს წარმოაჩენს, როგორც სრულიად სხვა, sui generis და შეუდარებელი“.