წიგნის ანოტაცია
ემა გოლდმანი (1869-1940) – ანარქისტი, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ანარქისტული ფილოსოფიის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. მისი ფილოსოფიის საკვლევ საკითხებს წარმოადგენდა ათეიზმი, ფემინიზმი და ანარქიზმი. მძიმე ბიოგრაფიის მიუხედავად, ის დაუღალავად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, რომელიც ამ უკანასკნელის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას გულისხმობდა.
მისი მიზანი იყო თანასწორობის დამყარება გენდერული ნიშნით და ცდილობდა მენტალური გარდაქმნები განეხორციელებინა. თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ემა გოლდმანმა შეძლო სექსუალური პოლიტიკის გაერთიანება ანარქიზმთან.
წინამდებარე წიგნი არის მეორე შევსებული გამოცემა. პირველი გამოცემა შეიცავდა ისეთ ძირითად ესეებს როგორებიცაა: ანარქია, ათეიზმის ფილოსოფია, პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის, ანარქია და გენდერული საკითხი, ქორწინება და სიყვარული, ქალებით ვაჭრობა, ქალთა საარჩევნო უფლებები და სხვა. აღნიშნულ გამოცემას კი დაემატა ავტორის სხვა ესეები, რომლებიც ეხება პოლიტიკური ძალადობის ფსიქოლოგიას, სოციალურ დანაშაულსა და წარუმატებლობას, პურიტანიზმსა და ა.შ.