წიგნი იძლევა გადახრილი ქცევის გაშლილ ფსიქოლოგიურ დახასიათებას, მიმართულია მისი გამოვლენის სხვადასხვა ფორმისკენ. ნაშრომში წარმოდგენილია ბავშვთა და მოზარდთა დევიანტობის ბუნების შესახებ თანამედროვე ფსიქოლოგიური შეხედულებების კომპეტენტური ანალიზი. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი მასალით. წარმოდგენილია და გაანალიზებულია გადახრილი ქცევის მრავალრიცხოვან ემპირიულ გამოკვლევათა შედეგები.