განხილულია შრომის დაცვის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მომუშავეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, წარმოებაში უბედური შემთხვევებისა და დაავადებების რაოდენობის შემცირებისთვის. წარმოდგენილია შრომის დაცვის ნორმატიული, სამართლებრივი საფუძვლები, შრომის დაცვის მართვის სისტემის სტრუქტურა, შრომის პირობებსა და უსაფრთხოებაზე მოქმედი ფაქტორები, ადამიანის შრომითი საქმიანობის სახეები და პირობები, შრომის უსაფრთხოება საწარმოში.