წიგნში განხილულია მარკეტინგის ფსიქოლოგიის არსი, თეორიული და გამოყენებითი საკითხები, როგორც ეფექტური მართვის პირობა. მოცემულია XXI საუკუნის დასაწყისის საბაზრო ეკონომიკის ფსიქოლოგიური დახასიათებისა და სხვადასხვა ქვეყნებში მასთან დამოკიდებულების თავისებურებები; ქვეყნების მენტალიტეტი; თანამედროვე პირობებში ეკონომიკისა და მარკეტინგის ფსიქოლოგიური ანალიზი; მისი შემდგომი სრულყოფისა და ცივილიზებული ხასიათისთვის აუცილებელი, დასაბუთებული გზები.