ოთარ ჭილაძის ისტორიული რომანი "რკინის თეატრი" პირველად 1981 წელს გამოიცა. რომანისთვის მწერალი იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ნაწარმოებისთვის ავტორს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ერთ-ერთ დანიურმა გაზეთმა, ამ რომანის სკანდინავიურ ენებზე გამოცემის შესახებ დაწერა, რომ ოთარ ჭილაძემ საქართველო დააბრუნა მსოფლიო ლიტერატურის რუკაზე. თარგმნილია გერმანულ,ფრანგულ, რუსულ, სლოვაკურ, ესტონურ და სხვა ენებზე. რომანი ითვლება ოთარ ჭილაძის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.