ქართულ ენაზე პირველად გამოდის რუდოლფ შტაინერის ლექციების ციკლი „შესაქმის ბიბლიური ისტორიის საიდუმლოებანი“. ლექციების ციკლს ერთვის შესავალი ლექცია, რომელიც ეძღვნება დრამა-მისტერიების დადგმის ანალიზს და ქმნის განსაკუთრებულ სულიერ განწყობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ღვთაებრივი ქმნილების ამგვარი სიღრმისეული განხილვისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ კურსს, რაზეც იგება ბიბლიის ანთროპოსოფიული ანალიზი, დაწყებული შესაქმის წიგნიდან, აპოკალიფსამდე. მასში ნაჩვენებია, რომ სწორად წაკითხული ბიბლიის ტექსტები სრულად შეესატყვისება ნათელმხილველური კვლევის შედეგებს.