წინამდებარე ლექციების ციკლი რუდოლფ შტაინერმა წაიკითხა 1915 წელს დორნახში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ციკლის პროფესიული სტენოგრაფიული ჩანაწერები არ გაკეთებულა და მხოლოდ დამსწრე მსმენელების ჩანაწერებით არის აღდგენილი, მარია შტაინერმა მაინც გადაწყვიტა, მისი უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოექვეყნებინა. მასში განხილულია წარმოუდგენლად ღრმა მნიშვნელობის საკითხები. ამ თემების დიდი ნაწილი თავის ნამდვილ დადასტურებას პოულობს სწორედ დღეს, როცა კაცობრიობა შესულია თავისი ევოლუციური განვითარების უაღრესად რთულ ფაზაში ყველა თვალსაზრისით. ციკლი თარგმნილია მეორე შესწორებული გამოცემის მიხედვით.
ვფიქრობთ, წიგნი უმნიშვნელოვანესია თავისი აქტუალურობით და ის დააინტერესებს არა მარტო ანთროპოსოფიის თაყვანისმცემლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ზოგადად მნიშვნელოვანია სამყაროში მიმდინარე სულიერი ნაკადების რეალური სურათი.