„კლასობანა“ თუ არ წაგიკითხავს, ვერ მიხვდები: რა ხიბლი აქვს კითხვის პროცესს; როგორ შეიძლება ფურცელზე ჟღერდეს მუსიკა; გახდე ფაბულის უშუალო მონაწილე; შეგიპყროს სურვილმა – იმავე კაფეში იჯდე, სადაც ისინი სხედან, გეცვას მათ მსგავსად და მთავარ მოქმედ გმირებს თანაუგრძნობდე; სახლში გეჩქარებოდეს და მყუდროდ მოკალათებული კითხვას აგრძელებდე... თქვენ გაგიმართლათ იმიტომ, რომ ხელში გიჭირავთ – „კლასობანას“ ქართული თარგმანი.
წიგნი გამოდის სერიით „აუცილებელი საკითხავი“.
„ეს გავლენების წიგნია, სიტუაციური და განწყობის შემქმნელი. ეს 60-70 იანი წლების ყველაზე ალტერნატიული ლიტერატურული თამაშია, რომელშიც ყველა ერთდროულად იყო ჩაბმული“ – ნესტან-ნენე კვინიკაძე.