ნაშრომში განხილულია ის ასტრალური მოვლენები, რომელთაც რუსთაველი უხვად იყენებს თავის პოეტურ თქმებში; დადგენილია გენიალური პოეტის კოსმოლოგიური წარმოდგენები. აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მოღებული პტოლომეოსის გეოცენტრული სისტემა „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ XVI საუკუნეში იქნა შემუშავებული.