რომანტიკული, სათავგადასავლო, ფსიქოლოგიური ელემენტებით გაჯერებული რომანი სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ერთგულებაზე მოგვითხრობს. სიუჟეტი, რომელიც საქართველოსა და ეგვიპტეში ვითარდება მკითხველს წამით მოდუნების საშუალებას არ აძლევს და მძაფრად განაცდევინებს იმ შეგრძნებებს, რომლის მატარებლებიც რომანის მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გმირები არიან.