წიგნის ანოტაცია
რუდოლფ შტაინერი (1864-1925) – ავსტრიელი ფილოსოფოსი, დოქტორი, პედაგოგი, ლექტორი, სოციალური რეფორმატორი, ეზოტერიკოსი, ოკულტისტი, ნათელმხილველი მისტიკოსი და ანთროპოსოფიისა და ანთროპოსოფიული მოძრაობის დამაარსებელი.
მიქაელის მისია
რ. შტაინერის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის (28 წიგნი, წერილები, პუბლიკაციები, 8000-მდე ლექცია, რაც ერთიანობაში სრული გამოცემის 354 ტომს შეადგენს), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დორნახში, 1919 წელს წაკითხულ ლექციათა ციკლს მიქაელის მისია, რომელშიც მან დროის საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი მიმართებით წარმოაჩინა სოციალური ორგანიზმის, ე.წ. სოციალური სამწევრიანობის – კულტურის, პოლიტიკისა და ეკონომიკის იდეა; და რაც მთავარია, ახალი აზრი შთაბეჭდა და ახალი, წმინდა მიქაელით იმპულსირებული შინაარსით დატვიფრა ადამიანის მშვინვიერი კონსტიტუცია, რაც ნიშნავს, რომ მან სრულიად ახალი, ქრისტიანული იდეები ჩანერგა ადამიანის აზროვნებაში, გრძნობაში და ნებელობაში.
ეს დრო ემთხვევა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების პერიოდს, როდესაც ევროპის სოციალური ცხოვრების საფუძვლები ერთიანად მოირყა და ევოლუციის მართლზომიერი წინმავლობისთვის აუცილებელი გახდა ახალი სულიერი ძალების აქტიური მონაწილეობა. წმინდა მიქაელი არის ეპოქის სულის ღირსებამდე ამაღლებული ერთ-ერთი იმ შვიდი მთავარანგელოზთაგანი, რომლის მმართველობაც დაემთხვა ამ კარდინალური ცვლილებების პერიოდს დედამიწის ცხოვრებაში. ასე რომ ჩვენი დღევანდელი ყოფიერებას უშუალო წარმმართველი არის წმინდა მიქაელი, რომელიც უშუალოდ ჩართულია იმ სულიერ არსებათა წინააღმდეგ ბრძოლაში, დედამიწის მართლზომიერი ევოლუციის შემაფერხებელ დემონურ ძალებს რომ წარმოადგენენ.
დასკვნის სახით, ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეპოქის სული – წმინდა მიქაელი არის ახალი დროების წარმმართველი, ქრისტეს ნების და მიზანდასახულობის განმახორციელებელი უზენაესი სულიერი არსი, რის შესახებაც მეტყველებს წინამდებარე წიგნი.
ქრისტე და ადამიანის სამშვინველი
წიგნში განხილულია მიწიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტი – ცოდვა, და ეს ცოდვა გატარებული ქრისტეს არსებაში. შტაინერი აღწერს ცოდვის ორ სახეობას – სუბიექტურ ცოდვას და ობიექტურ ცოდვას. წიგნი აღწერს, თუ როგორ ეხმარება ადამიანს ქრისტე აღნიშნული პრობლემის გადალახვაში.